კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯონდი ბაღათურია: ხელისუფლება პატიმართა ციხიდან გამოშვებას აჭიანურებს

5 მარტი, 2008

პოლიტიკური პარტია "ქართული დასის" ლიდერი, ეროვნული საბჭოს წევრი ჯონდი ბაღათურია უკმაყოფილოა 7 ნოემბრის აქციის დროს დაკავებული პირების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიმდინარე  სამუშაო პროცესით და მიაჩნია, რომ ამ ადამიანების ციხიდან გამოშვება ზედმეტად გაჭიანურდა.

როგორც "მედიანიუსს" ჯონდი ბაღათურიამ განუცხადა, მოლაპარაკებების შედეგად, გუშინ ციხიდან გაათავისუფლეს კიდევ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის 10 ნოემბერს დაკავებული ლევან ბარაბაძე, რომელსაც ბრალად ედებოდა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მუქარა.

"კონსტიტუციას ხელისუფლება დღეში სამჯერ ცვლის და როცა საქმე ეხება ამ ადამიანების ციხიდან გამოშვებას, დროს უკიდურესად აჭიანურებენ", - მიაჩნია ჯონდი ბაღათურიას.
იგი, აგრეთვე უკმაყოფილოა ორიათასლარიანი გირაოთი, რომელსაც ამ ადამიანებს პროცედურული და სამართლებრივი ნორმების ფარგლებში აკისრებენ.

"ქართული დასის" ლიდერი მოითხოვს ციხიდან გამოშვების შემდეგ ნოემბრის აქციების დროს დაკავებული ადამიანების მიმართ სისხლის სამართლის საქმე დროზე შეწყდეს.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული საბჭოსა და ხელისუფლების წარმომადგენელთა სამუშაო ჯგუფების შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის მიერ წარდგენილი 30-კაციანი სიიდან ჯერჯერობით ათამდე ადამიანია გამოშვებული. ამ ადამიანებს ძირითადად, ბრალად ედებათ მასობრივი არეულობის მოწყობა და წესრიგის დამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები