კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის გუბერნატორი ჩეჩენი ლტოლვილის უკანონო პატიმრობით დაინტერესდა

10 მარტი, 2008
ჩეჩნეთიდან ლტოლვილი, 21 წლის გია ხანგოშვილის პატიმრობის საქმით, პრეზიდენტის რწმუნებული კახეთში ლევან ბეჟაშვილი დაინტერესდა. გუბერნატორი დღეს დაკავებულის ოჯახის წევრებს შეხვდა და საქმის დეტალები მოისმინა, რის შემდეგაც მათ დახმარებას დაპირდა.

გია ხანგოშვილი ახმეტის პოლიციის თანამშრომლებმა 2007 წლის სექტემბერში დააკავეს. პროკურატურა მას პანკისში სამუშაოდ მყოფი ჰოლანდიელი ჟურნალისტების ნივთების ქურდობაში ადანაშაულებს და მისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. განსასჯელი თავს დამნაშავედ არ სცნობს. ხანგოშვილის ადვოკატი კი მისი პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. ამ მოთხოვნით, რამდენიმე დღის წინ პანკისის ხეობის სოფელ დუისში ლტოლვილებმა და ადგილობრივმა ქისტებმა საპროტესტო აქციაც გამართეს.

ანგოშვილის საქმით, ცოტა ხნის წინ, "ადამიანის უფლებათა ცენტრიც" დაინტერესდა. უფლებადაცვითი ორგანიზაციის იურისტების შეფასებით, სისხლის სამართლის საქმეში არცერთი უტყუარი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც ხანგოშვილის მიერ დანაშაულის ჩადენას დაადასტურებდა. თელავის რაიონული სასამართლო გია ხანგოშვილის საქმეს ამ დღეებში განიხილავს.

 
გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები