კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამგებლები მოქალაქეებს არ იღებენ

11 მარტი, 2008

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" კახეთის მუნიციპალიტეტების გამგებლებს მოქალაქეთა უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც ცენტრის კახეთის ოფისში განმარტავენ, ორგანიზაციამ გუშინ დაასრულა ერთკვირიანი მონიტორინგი, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ გამგებლებს მოქალაქეთა მიღების დღეები კი აქვთ განსაზღვრული, მაგრამ რეალურად მათ არ იღებენ. აქედან გამომდინარე, თითქმის ყველა რაიონული გამგეობის მისაღებში ხალხმრავლობაა. პრობლემა კახეთის ახლადდანიშნული გუბერნატორის მიერ გასულ კვირას წარდგენილ, თელავის, ლაგოდეხის, სიღნაღის და გურჯაანის გამგებლების კანდიდატებსაც ეხებათ.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" მონიტორინგის შედეგებს კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში არ იზიარებენ. გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, რაიონის გამგებლები მოქალაქეებს ყოველდღიურად ხვდებიან.

გელა  მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები