კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატი სიღნაღის პოლიციის უფროსის მოადგილის დასჯას ითხოვს

31 მარტი, 2008

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატი, შს სიღნაღის პოლიციის უფროსის მოადგილის ოთარ დიღმელაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.

როგორც ცნობილია, პოლიციის სხვა თანამშრომლებთან ერთად, ოთარ დიღმელაშვილმა 2008 წლის 1 მარტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე გელა კუტიბაშვილს, რის შედეგადაც კუტიბაშვილმა სხეულის დაზიანებები მიიღო. დაზარალებასთან ერთად, პოლიციის უფროსის მოადგილემ კუტიბაშვილი დააკავა, სასამართლომ კი მას, სამართალდამცავებისთვის დაუმორჩილებლობის მიზეზით, 7 დღე-ღამით პატიმრობა შეუფარდა.

მოქალაქის ცემის ფაქტზე სიღნაღის პროკურატურაში გამოძიება დაიწყო, თუმცა როგორც გელა კუტიბაშვილის ადვოკატი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ლია ხუროშვილი აცხადებს, პოლიციის მაღალჩინოსანი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, გამოძიებაზე ზეწოლას ახდენს. "დასჯის ნაცვლად, დიღმელაშვილი ისევ პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობს და ხელს უშლის გამოძიებას, ასევე დაზარალებულს, დაიცვას თავისი უფლებები"- განაცხადა ადვოკატმა.

გელა მთივლიშვილი, კახეთი.

ახალი ამბები