კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯარისკაცი უგზო-უკვლოდ დაიკარგა

2 აპრილი, 2008

23 წლის ნოდარ გენგიურს უკვე მეხუთე დღეა ეძებენ. ის ორფოლოს საწვრთნელი ბაზის  კონტრაქტორი იყო.

გენგიური  ბოლოს პარასკევს ახალციხის რაიონის სოფელ  წნისში მეგობრებთან, ასევე კონტრაქტორ შოთა ლომიძესა და ზვიად დევაძესთან ერთად  ნახეს. სოფელში ამბობენ, რომ გენგიური დევაძეს სტუმრობდა. ბოლოს ხალხმა ის ხიდისკენ მიმავალი იხილა.

ახალციხის სამხედრო პოლიცია მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, თუმცა გამოძიება დაწყებულია და სოფლის მოსახლეობა უკვე დაკითხეს კიდეც. დაკავებულები არიან შოთა ლომიძე და ზვიად დევაძე. მომხდართან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს. 

დღეს, იმ ადგილას, სადაც გენგიურის კვალი იკარგება გორის რაიონის სოფელ ქვეშითის მოსახლეობა შეიკრიბა. გენგიური ამ სოფლის მკვიდრია. ქვეშითელები ამბობენ, რომ მათ პოლიციის იმედი აღარა აქვთ და დაკარგული საკუთარი ძალებით უნდა მოძებნონ.

გულო კოხოძე, ახალციხე

ახალი ამბები