კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეკომიგრანტებსა და დევნილებს შუქი გაუთიშეს

10 აპრილი, 2008

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ორი თვეა, რაც აჭარის ყოფილი ნარკოლოგიური საავადმყოფოს შენობაში შესახლებულ ეკომიგრანტებსა და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შუქი არა აქვთ. მიზეზად დავალიანება სახელდება, რომელიც შენობას ერიცხება. ამჟამად, იქ 22 დევნილი და 26 ეკომიგრანტი ოჯახი სიბნელეში ცხოვრობს.
მოსახლეობა აცხადებს, რომ შუქი მანამდეც გაითიშა, სანამ მათთან შესახვედრად ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი მივიდოდა. თუმცა რამდენიმე დღით: „ჩვენ აღარ გვითქვამს მინისტრისთვის შუქის პრობლემის შესახებ, რადგან მის მოსვლამდე სამი დღით ადრე ჩაგვირთეს. ხოლო როცა წავიდა, მას შემდეგ ისევ გაგვითიშეს და ასეთ დღეში ვართ“, - ამბობს დევნილი ეკა ესებუა.
აჭარის ყოფილი ნარკოლოგიური საავადმყოფოს შენობას ელექტროენერგიის 17 ათასს ლარზე მეტი დავალიანება ერიცხებოდა. მათგან 12 ათასი ლარი აჭარის მთავრობამ გადაიხადა. დანარჩენის გადახდას კი მოსახლეობისგან ითხოვენ. „დანარჩენი თქვენ თვითონ მოსახლეობამ შეაგროვეთო და გადაიხადეთო. ამ ხალხს, სად გვაქვს მაგდენი თანხა? ეტაპობრივ გადახდაზე კი არ წამოვიდნენ“,- ამბობს მზია ჯაყელი.
აჭარის მაღალმთიან რაიონებიდან ჩამოსახლებული მოსახლეობა კი ვერც ელექტროენერგიის ვაუჩერებით სარგებლობს, რადგანაც კონკრეტულ მისამართზე არ ცხოვრობენ. „ვაუჩერები გვაქვს და შეგვიძლია დავალიანება ნაწილობრივ დავფაროთ, მაგრამ ვაუჩერებსაც ვერ ვიღებთ იმის გამო, რომ დამისამართებული არა ვართ“. ეკომიგრანტი მოსახლეობა საცხოვრებელი ფართის დაკანონებასაც ითხოვს. ისინი აქ ორი წლის წინ აჭარის შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ შეასახლა.


ახალი ამბები