კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგაზრდა რესპუბლიკელებმა პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს

11 აპრილი, 2008

დღეს პარლამენტის შენობის წინ, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით თეატრალიზებული აქცია გამართა.

ახალგაზრდებმა ,პარლამენტის კიბეებზე ფულის სიმბოლური 75 ტომარა მოათავსეს და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ ბიზნესმენებს მოუწოდეს, "დროულად მოეგონ გონს".
"ფულის ეს 75 ტომარა სიმბოლურად წამოადგენს  მაჟორიტარობის 75 კანდიდატს. ნაციონალური მოძრაობის სლოგანი არ არის "საქართველო სიღარიბის გარეშე". ხელისუფლების წარმომადგენელებს სწორედ ნაციონალური მოძრაობა უნდათ სიღარიბის გარეშე, რათა გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნის დრო. ისინი ცდილობენ, ბიზნესმენების რეკეტის ხარჯზე, მოისყიდონ ქართველი ამომრჩეველი. მაგრამ ქართველი ხალხი ფულზე არ იყიდება", _ განაცხადა' "მედიანიუსთან" საუბრისას ახალგაზრდა რესპუბლიკელების თავმჯდომარემ ირაკლი კახიძემ.

მოგვიანებით აქციამ გადაინაცვლა ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისთან, რომლის შესასვლელთანაც ახალგაზრდა რესპუბლიკელებმა აღნიშნული 75 "ფულის ტომარა" განათავსეს.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები