კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მაესტრო“ პროტესტის უჩვეულო ფორმას მიმართავს

11 აპრილი, 2008

საკაბელო მუსიკალურ-გასართობი ტელეარხი „მაესტრო“, რომელსაც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების ჩვენებისთვის საჭირო  ლიცენზია არ მისცა, საქართველოსთვის პროტესტის უჩვეულო ფორმას მიმართავს.

„მაესტრო“ 14 აპრილს, 21.30  წუთზე  ეთერში მაინც გაუშვებს  გადაცემას „პროფესია ჟურნალისტი“, თუმცა საუბრებს გადაფარავს მუსიკა.  გადაცემის ხმოვანი ვარიანტი კი განთავსდება ინტერნეტში - www.myvideo.ge , გარდა ამისა, „პროფესია ჟურნალისტის“  მოსმენა  შესაძლებელი იქნება რადიოში, ტექსტები  დაიბეჭდება  პრესაში, განაცხადა „მაესტროს“ ხელმძღვანელმა მამუკა ღლონტმა. მისი ინფორმაციით, გადაცემა ასეთი ფორმით ეთერში მანამდე გავა, ვიდრე  „მაესტრო“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების წარმოებისთვის ლიცენზიას არ  მოიპოვებს.

ღლონტის განცხადებით, „მაესტრო“ ყველა ჟურნალისტს იწვევს 14 აპრილს, 15.00 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე, რომელიც ჩატარდება 
სიტყვის თავისუფლების მოთხოვნით.

„მაესტრო“  „სპეციალური მაუწყებლობის“ ლიცენზიის მფლობელია, რაც საკაბელო არხს  შემეცნებითი, მუსიკალური და გასართობი პროგრამების მაუწყებლობის უფლებას ანიჭებს. 2007 წლის ნოემბრის  ბოლოს, ტელეარხმა,  კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიას, ახალი - „საერთო მაუწყებლობის“, ანუ  საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების წარმოებისთვის საჭირო  ლიცენზიის მინიჭების  თხოვნით მიმართა. კომუნიკაციების კომისიამ 4 აპრილს გამართულ სხდომაზე საკაბელო არხის განაცხადი არ დააკმაყოფილა. ამის შემდეგ,8 აპრილს,  „მაესტრომ“ კომისიას ლიცენზიის  მოდიფიცირების   განცხადებით მიმართა.

წყარო: Media.ge

 

ახალი ამბები