კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოზარ სუბარი პატიმართა წერილების გახსნას აპროტესტებს

16 აპრილი, 2008

სოზარ სუბარი მისთვის გაგზავნილი პატიმართა წერილების კონფიდენციალობას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის მინისტრს ნიკა გვარამიას და პატიმართა მიერ გამოგზავნილი კორესპოდენციების კონფიდენციალობის დაცვა მოითხოვა.

სუბარის განცხადებით, სასჯელაღსრულების ადმინისტრაციიდან მსჯავრდებულთა და პატიმართა მიერ გამოგზავნილი განცხადებები სახალხო დამცველის აპარატში გახსნილი შედის და თავფურცლად სასჯელასღსრულების დაწესებულების დირექტორის ხელმოწერა ახლავს.

ომბუდსმენის თქმით, "სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მიხედვით, პატიმართა სახალხო დამცველისადმი წერილების კითხვა აკრძალულია.

სოზარ სუბარი "სახალხო დამცველის შესახებ" ორგანული კანონის 21-ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტის მიხედვით, აღნიშნული პრობლემის მიგვარებას ითხოვს.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები