კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ომბუდსმენის რეკომენდაციით გაჭირვებულ ოჯახს შემწეობა დაუნიშნეს

21 აპრილი, 2008

სოციალური სუბსიდიების სააგენტომ სახალხო დამცველის რეკომენდაციით გაჭირვებულ ოჯახს საარსებო შემწეობა დაუნიშნა.

აღნიშნული თხოვნით სახალხო დამცველს ლეილა მ-მ მიმდინარე წლის 12 თებერვალს მიმართა. იგი ორ შვილთან და ერთ შვილიშვილთან ერთად ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს. ოთახში მოუწესრიგებელი წყლისა და კანალიზაციის მილების გამო ცხოვრება გაუსაძლისია. ბინადრებს წლების განმავლობაში არ მიეწოდებოდათ ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია.

განმცხადებელმა არაერთხელ მიმართა ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანიზაციებს, თუმცა აქამდე რაიმე სახის დახმარება არ მიუღია. სახალხო დამცველმა მოქალაქის მდგომარეობის შესწავლისა და დახმარების აღმოჩენის რეკომენდაციით სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დირექტორს ანდრია ურუშაძეს მიმართა.

სააგენტომ რეკომენდაცია გაითვალისწინა, ხელახალი შემოწმება ჩაატარა და დეკლარაციის მიხედვით ოჯახის მდგომარეობა 43 610 ქულით შეაფასა, რაც საარსებო შემწეობის დანიშვნის შესაძლებლობას იძლევა.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები