კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საგარეჯოს გამგებელმა ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

29 აპრილი, 2008

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის გია ჩალათაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.

როგორც ცენტრს კახეთიდან აცნობეს, 26 აპრილს, ველისციხის კულტურის ცენტრში, გამგებლის გაღიზიანება ჟიურის წევრი ჟურნალისტების გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც ანტინარკოტიკული აქციის ფარგლებში მოწყობილი კონკურსის გამარჯვებულად, გურჯაანის გუნდი დასახელდა.

რეგიონული გაზეთის "იმედის" რედაქტორის მიერ ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გია ჩალათაშვილი და გამგეობის სხვა თანამშრომლები, ჟურნალისტებს მივარდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცადეს. მაყურებლის, ქართველი და უცხოელი  სტუმრების თანდასწრებით, გამგებელი და მისი თანამშრომლები უცენზურო სიტყვებით ხმამაღლა იგინებოდნენ და პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ხულიგნობის ფაქტის აღკვეთას ცდილობდნენ, ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდნენ.

მომხდარის შემდეგ საგარეჯოს გამგებლის დავალებით, გაზეთის "იმედის" ჟურნალისტებს, ტელეფონით უცნობი პირები უკავშირდებიან და ჯანმრთელობის დაზიანებით ემუქრებიან.

წყარო: „ადამიანის უფლებათა ცენტრი“

ახალი ამბები