კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია „იმედი“ ეთერში 5 მაისს გავა

1 მაისი, 2008

ტელეკომპანია „იმედის“  ახალმა მეპატრონემ  ჯოზეფ ქეიმ განაცხადა, რომ „იმედი“ ეთერში 5 მაისს გავა და „ამას წინ აღარაფერი უდგას“.

ჯოზეფ ქეიმ,  იგივე სოსო კაკიაშვილმა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა, გაზეთ „ყველა სიახლეს“ განუცხადა, რომ გარკვეული დრო იყო საჭირო იმისთვის, რომ მომხდარიყო  ტელეკომპანიის ფინანსურ ვალდებულებებთან და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. მოსაგვარებელი იყო ლიცენზიის საკითხიც.

ქეის თქმით, ტელერადიკომპანია 100-მდე თანამშრომელმა დატოვა, ამიტომ მოსალოდნელია გარკვეული საკადრო ცვლილებები.

„ტელეკომპანია „იმედი“ იქნება ობიექტური ტელევიზია, ზუსტად ისეთი, როგორიც ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკაში ჩარევამდე იყო. ის არც ხელისუფლების მეხოტბე იქნება და არც - ოპოზიციური ძალების“, განუცხადა „ყველა სიახლეს"  „იმედის“ მეპატრონემ.

ტელკომპანია „იმედის“ დამფუძნებლის, მილიარდელ  არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის ქვრივმა ინა გუდავაძემ და მისმა ორმა ქალიშვილმა, დაახლოებით, ერთი თვის წინ,  ნიუ-იორკის მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს პატარკაციშვილის დეიდაშვილის, 49 წლის ჯოზეფ ქეის და ნიუ-იორკელი ადვოკატის, 54 წლის ემანუელ ზელცერის წინააღმდეგ.

პატარკაციშვილის ოჯახი,  ქეის და ზელცერს, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, პატარკაციშვილის აქტივების, მათ შორის ტელერადიოკომპანიის მითვისებაში ადანაშაულებს.

ჯოზეფ ქეი კი, საგაზეთო ინტერვიუში აცხადებს, რომ ეს  დავა საქართველოს სასამართლომ  უნდა განიხილოს, რადგან ყველა აქტივი საქართველოშია და  ყველა პროცედურა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა.
ქეიმ დასძინა, რომ ის ამ დავას ნებისმიერ სასამართლოში მოიგებს.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები