კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ფრიდომ ჰაუსის“ ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველოში პრესის თავისუფლების ხარისხი გაუარესდა

1 მაისი, 2008

ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“  (Freedom House) მსოფლიოში პრესის თავისუფლების მდგომარეობის ამსახველი ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, საქართველოს რეიტინგული ქულა  3  პუნქტით გაუარესდა.

ორგანიზაცია მსოფლიო პრესის ყოველწლიურ მიმოხილვას 1984 წლიდან  აქვეყნებს. წლევანდელი ანგარიშის სათაურია   ”პრესის თავისუფლება 2007 წელს: გლობალური უკუსვლის  წელი”. ანგარიში, როგორც მისი  სათაური მეტყველებს, 2007 წლის პერიოდს მოიცავს.

წინა   ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2006 წლის პერიოდს მოიცავდა,  საქართველო, პრესის თავისუფლების თვალსაზრისით,  ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიგს განეკუთვნებოდა და რანჟირების მიხედვით, ქვეყნების სიაში,  120-ე ადგილი ეკავა, ხოლო მისი  რეიტინგული ქულა  57-ს შეადგენდა. 2008 წლის ანგარიშში კი, მართალია, საქართველო კვლავ მიეკუთვნება ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიცხვს, მაგრამ მისი რეიტინგული ქულა ახლა უკვე  60-ია და სიაში 128 ადგილზე გადაინაცვლა.  ბუტანი, რომლის რეიტინგული ქულა არის  61,  132-ე ადგილით,   არათავისუფალი ქვეყნების სიას უდგას სათავეში.

ამავე დროს, რეგიონალურ სიაში, რომელიც მოიცავს, ცენტრალურ,  აღმოსავლეთ  ევროპას და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, საქართველოს, უკრაინის (53 ქულა) შემდეგ, მე-18 ადგილი უკავია. მას 66-66 რეიტინგული  ქულით მოჰყვება სომხეთი და მოლდოვა, ხოლო აზერბაიჯანი, 77 ქულით, 22 მეორე ადგილზეა, რუსეთი რეგიონალურ სიაში,  24-ე ადგილზეა, 78 რეიტინგული ქულით. ეს სახელმწიფო მიეკუთვნება არათავისუფალი ქვეყნების რიცხვს, ისევე როგორც  აზერბაიჯანი.  „ფრიდომ ჰაუსმა“ მსოფლიო რანჟირების სიაში რუსეთი 164-ე ადგილიდან 170-ე ადგილზე გადაიყვანა, აზერბაიჯანმა კი  164-იდან   168-ადგილამდე ჩამოინაცვლა, სომხეთმა 142-ადგილიდან 144-ე ადგილზე გადავიდა.

რეგიონის მასშტაბით, 16 ქულით ლიდერობენ  ესტონეთი (16 ქულა), ჩეხეთი (18 ქულა) და ლიტვა (18 ქულა).
ხოლო მსოფლო რეიტინგში ლიდერობენ, ფინეთი (9 ქულა), ისლანდია (10 ქულა) და დანია (10 ქულა).
პრესის თავისუფლების თვალსზრისით, თავისუფალი ქვეყნების რაოდენობა მსოფლიოში 72-ია, ნაწილობრივ თავისუფალია 59 ქვეყანა, ხოლო არათავისუფალ ქვეყნების რაოდენობა 64-ს შეადგენს.

„ფრიდომ ჰაუსს“ საქართველოში სიტყვის თავისუფლების ხარისხის გაუარესების მიზეზებზე საუბრისას, მოჰყავს გასული წლის ნოემბერის კრიზისი, როდესაც პოლიციამ მომიტინგეების მიმართ გამოიყენა ძალა და   დაარბია და დახურა  ტელეკომპანია „იმედი“. ასევე  ხელისუფლების მითითებით შეწყდა ტელეკომპანია „კავკასიის“  მაუწყებლობა.

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ მედიის მდგომარეობა, ისევე როგორც  სხვა პოლიტუკური უფლებები და თავისუფლებები გაუარესდა  საგანგებო მდგომარეობის შემოღების დროს, როცა აიკრძალა დამოუკიდებელი სატელევიზიო ახალი ამბების გავრცელება და შეიზღუდა გამოხატვის თავისუფლება.

„მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა,  ტელეკომპანიების უმრავლესობამ აღადგინეს მაუწყებლობა, თუმცა „იმედის“ სამაუწყებლო ლიცენზია შეჩერებული იყო 12 დეკემბრამდე. ამ პერიოდში ჟურნალისტები მტრულ გარემოში ცხოვრობდნენ, მათ აშინებდნენ  თავდასხმების მსხვერპლნი ხდებოდნენ“, წერია ფრიდომ ჰაუსის ანგარიშში.

„2007 წლის ბოლომდე მედია გარემო უაღრესად პოლიტიზირებული იყო. პროსამთავრობო არხები „რუსთავი 2“ და „მზე“ ხელისუფლების  პოზიტიურ იმიჯს ქმნიდნენ, ხოლო დამოუკიდებელი არხები უფრო ოზოპიციური ხდებოდნენ“, წერია ანგარიშში.

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ  მედიის მარეგულირებელი ორგანოს - კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრები პრეზიდენტის მიერ ინიშნებიან, ამ ორგანის მედია დამკვირვებლები ხშირად აკრიტიკებენ გაუმჭირვალე სალიცენზიო პროცედურების გამო.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ  მედია საშუალებების მფლობელების შესახებ ინფორმაცია არ არის გამჭირვალე და ხშირად ჟურნალისტებმა და რეპორტიორებმა არ იციან მათი კომპანიის რეალური მფლობელის ვინაობა.
 
რაც შეეხება არაღიარებულ რესპუბლიკებს, ფრიდომ ჰაუსის ანგარიშის თანახმად, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ადგილობრივი ხელისუფლებები 2007 წელს აგრძელებდნენ მედიის თავისუფლების შეზღუდვას. ამ რეგიონებში ადგილობრივ და უცხოელ ჟურნალისტებს ხშირად აშინებენ და აკავებენ. ამასთან, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა  შეზღუდულია.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები