კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თინათინ ხიდაშელი ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს

2 მაისი, 2008

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თბილისის საბურთალოს რაიონში თინათინ ხიდაშელი ხელისუღლებას ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც "მედიანიუსს" მის საარჩევნო შტაბში განუცხადეს, გუშინ საღამოს სოფელ დიღომში პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს უცნობმა პირებმა განცხადებები არ გააკვრევინეს, რომლითაც თინათინ ხიდაშელი  ამომრჩევლებს დღეს დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ატყობინებდა. უცნობი პირები შავი ფერის "ბმვ"-ს მარკის ავტომობილში ისხდნენ. მათ ახალგაზრდებს განცხადებების გაკვრის უფლება დაშინებით არ მისცეს. როგორც საარჩევნო შტაბში აცხადებენ, თინათინ ხიდაშელს ამომრჩევლებთან შეხვედრისას ყოველდღიურად დაჰყვება მწვანე ფერის "ბმვ"-ს მარკის ავტომანქანა.

თინათინ ხიდაშელი ხელისუფფლებას მსგავსი ფაქტების გამოძიებისა და აღკვეთისაკენ მოუწოდებს. "ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რესპუბლიკურ პარტიასთან და თინა ხიდაშელთან ასეთი ამბები არ გაუვათ. თუ ჩვენს აქტივისტებს კიდევ ვინმე დაემუქრება, თუკი ჩვენს თანაპარტიელებს და მეგობრებს საფრთხეს შეუქმნიან და დაშანტაჟებას გაუბედავენ, გპირდებით, რომ ადეკვატურ პასუხს მიიღებთ. ჩვენ ამასთან შეუგებას და დაჩაგრულის პოზაში ყოფნას არ ვაპირებთ. ყველას საკადრის პასუხს გავცემთ", - აღნიშნა დღეს გამართულ ბრიფინგზე თინათინ ხიდაშელმა.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები