კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროსასამართლოს საკითხებზე მომუშავე ადვოკატებს საერთაშორისო ექსპერტებმა მაღალი შეფასება მისცეს

8 მაისი, 2008

5-6 მაისს, თელავში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ადამიანის უფლებათა დამცველი პრაქტიკოსი ადვოკატებისათვის.

შეხვედრის ძირითად თემას წარმოადგენდა: “ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის წარმოებისას არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური როლი, მატერიალური და პროცესუალური საკითხები”.

სამუშაო შეხვედრას წარუძღვნენ ევროპის საბჭოს იურიდიული მრჩეველი ელირა კოკონა; ევროპის საბჭოს ექსპერტი ენდრიუ ჯოუნსი; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანცელარიის იურისტი რობერტა მუსკატი; ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” გამგეობის თავმჯდომარე მანანა კობახიძე და ამავე ორგანიზაციის სამართლებრივი ასისტენტი, ადამიანის უფლებათა საკითხების ექსპერტი მარინა კვაჭაძე.

სამუშაო შეხვედრა გახსნეს ევროსაბჭოს იურიდიულმა მრჩეველმა ელირა კოკონამ და პროექტის კოორდინატორმა ნაზი ჯანეზაშვილმა.

შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა ეროვნული სამართლებრივი სისტემის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან, ევროსასამართლოში საქმის წარმოების მიმოხილვა, გამოცდილების გაზიარება ევროსასამართლოში განაცხადის წარდგენის შესახებ _ ნაციონალური პერსპექტივიდან, მოთხოვნის წარდგენა ევროსასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის საფუძველზე, ევროკონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების განხილვა და სხვ.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი.   ადვოკატთა ერთი ნაწილი იცავდა ევროკონვენცის მე-3 (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება) და მე-5 (წამების აკრძალვა) მუხლებით დაცულ უფლებებს, ხოლო მეორე ნაწილი წარმოადგენდა სახელმწიფოს. იმიტირებული პროცესი უცხოელმა ექსპერტებმა მაღალ დონეზე შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ორივე მხარემ საკმაოდ პროფესიონალურად და დამაჯერებლად წარმოაჩინა თავი.

შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ორგანიზებით, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით.

წყარო: „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“

ახალი ამბები