კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავში "თანასწორობის ინსტიტუტის" წევრი დააკავეს

13 მაისი, 2008

დღეს თელავის ცენტრში დააკავეს  “თანასწორობის ინსტიტუტის” წევრი მიხეილ კაჭკაჭიშვილი. რომელიც ამჟამად გადაყვანილია თელავის პოლიციის სამმართველოში. ჩვენი ინფორმაციით, მას ამ წუთებში  ნარკოლოგიური შემოწმება უტარდება. არასამთავრობო ორგანიზაცია, "თანასწორობის ინსტიტუტი" მომხდარს პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს და ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს დევნა ადამიანის უფლებათა დამცველ  ორგანიზაციებზე.

"რათქმაუნდა, ეს არის ბრძანება, რომელიც მოდის სააკაშვილის კრიმინალური ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან. თქვენ კარგად ხედავთ თუ როგორ მიმდინარეობს როგორც "თანასწორობის ინსტიტუტის" აბსოლუტურად ყველა წევრის, ისე ჩვენი მეგობრების დევნა, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო. სანამ ეს ბოროტების ღერძი არ დაინგრევა და სანამ ეს აღვირახსნილი ადამიანები შეეცდებიან აშენონ პოლიციური, დანაშაულებრივი, ძალადობრივი რეჟიმი, ითარეშებენ სიკვდილის ბრიგადები ოფიციალურ ტანდემში სააკაშვილ-მერაბიშვილის მეთაურობით, მანამდე ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული. და საერთოდ, როდესაც ხელისუფლების უკანონო ბრძანებით აკავებენ ადამიანის უფლებების დამცველს, რომელ დემოკრატიაზეა საუბარი?! ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ამ ადამიანებს, თავი დაანებონ მოქალაქეების დევნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა მათგანი მკაცრად აგებს პასუხს როგორც კანონის, ისე საზოგადოების წინაშე.

ყველა ის ადამიანი, რომელიც გვერდში უდგას ხელისუფლებას და "ნაცმოძრაობის" კრიმინალურ დაკვეთებს ასრულებს, ავტომატურად პოტენციური დამნაშავეა, ვინაიდან ისინი ხელს უწყობენ საქართველოში ძალადობის, უსამართლობის, პოლიციური სახელმწიფოს მშენებლობას.

ჩვენ, რათქმა უნდა, წინ აღვუდგებით მათ მიერ განხორციელებულ ყველა უკანონო ქმედებას და ამას გამოვიტანთ როგორც ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების ისე საერთაშორისო საზოგადოების სამსჯავროზე და დავანახებთ ყველას, რომ საქართველოში კაციჭამიების და ბოლშევიზმის კერა უნდა დამთავრდეს, რომლის სათავეში დგას დეფაქტო პრეზიდენტი სააკაშვილი,"- აცხადებს ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, ჯაბა ჯიშკარიანი.

საინფორმაციო სააგენტო "სი-ეიჩ-ენი"

ახალი ამბები