კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყვარელში რესპუბლიკელების საარჩევნო შტაბი დაარბიეს

13 მაისი, 2008

წუხელ გვიან ღამით, ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში რესპუბლიკური პარტიიდან ყვარლის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვანო ლომიძის საარჩევნო შტაბი დაარბიეს.

როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრს" საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებმა აცნობეს, დამტვრეულია დროშები, დახეულია ბანერი, დაზიანებული და განადგურებულია ოფისში არსებული სხვა ნივთები.

რესპუბლიკური პარტიის ყვარლის ორგანიზაციის წევრები მომხდარს, 10 მაისს, ყვარელში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიის პირველი ნომრების ვიზიტს უკავშირებენ. "ჩვენმა მხარდამჭერებმა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს კრიტიკული შეკითხვები დაუსვეს, რაზედაც ისინი გაღიზიანდნენ. მათი წასვლის შემდეგ ადგილობრივებმა, ნაცმოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მითითებით, ანგარიში გაგვისწორეს", - განაცხადა მზია ხუტუაშვილმა.

ოფისის დარბევის ფაქტზე ყვარლის პოლიციაში ამ დრომდე არ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე.

ცნობისათვის, ყვარელში, მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა გელაშვილი, შს სამინისტროს უშიშროების კახეთის სამმართველოს ყოფილი უფროსია.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები