გაერთიანებული ოპოზიციიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა აბაშიძე სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო შტაბის აქტივისტებს და ადგილობრივ სამართალდამცავებს ამომრჩევლისათვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში ადანაშაულებს.
როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის" გახდა ცნობილი, პირადობის მოწმობების ჩამორთმევისას გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში, ნაციონალების აქტივისტსა და ამომრჩეველს შორის ინციდენტიც მოხდა.
ამომრჩეველმა პარტიის აქტივისტს პირადობის მოწმობის მიცემაზე უარი განუცხადა, რის გამოც აქტივისტმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მომხდარს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გურჯაანის საარჩევნო შტაბში არ უარყოფენ.