კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი პროკურატურას პოლიციელთა ქმედებებზე რეაგირებას სთხოვს

13 მაისი, 2008

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი 26 აპრილს ზაჰესში პოლიციელების მიერ დაკავებული ადამიანების მიმართ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე გენერალურ პროკურატურას დაუყოვნებლივ რეაგირებას სთხოვს.

სახალხო დამცველმა შეისწავლა ზაჰესში მოქალაქეების _ გოჩა ცქიტიშვილის, აკაკი ხმალაძის, გიორგი ხალოევისა და შალვა ყორღანაშვილის დაკავების ფაქტი და 8 მაისს მის ხელთ არსებული მასალა  რეაგირებისთვის საქართველოს გენერალურ პროკურატურას გაუგზავნა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სახალხო დამცველის მოადგილემ სოფიო ხორგუანმა განაცხადა, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აღნიშნული პირების დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლების ქმედებები შეიცავდა სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის დარღვევას, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არადამიანურ მოპყრობას. 26 აპრილს, ინციდენტის დღეს, სახალხო დამცველის რწმუნებული იმყოფებოდა მცხეთის პოლიციის სამმართველოში, სადაც ზემოთ აღნიშნული პირები დაკავების დღეს გადაიყვანეს. რწმუნებული გაესაუბრა და ახსნა-განმარტებები ჩამოართვა ზაჰესში დაკავებულ პირებს. მათი განმარტებით, პოლიციამ დაკავებისას მცხეთის პოლიციის სამმართველოში შეყვანის შემდეგაც მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაკავებული პირებისაგან პოლიციელები ითხოვდნენ ეღიარებინათ 26 აპრილს ქვის მონასტერთან მომხდარი ყაჩაღობა. მათი დაკავების ფაქტს ჰყავდა თივთმხილველები, რომლებიც სახალხო დამცველის რწმუნებულისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში ადასტურებენ,  დაკავების დროს პოლიციელების მხრიდან არსებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

"29 აპრილს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, 7 მაისს კი სააპელაციო სასამართლომ პირობითი პატიმრობა აღნიშნულ პირებს 2 ათას _ 2 ათას ლარიანი გირაოთი შეუცვალა. 12 მაისს მცხეთის რაიონულმა პროკურორმა ვანო ოქროპირიძემ დაიბარა ხმალაძე და ცქიტიშვილი მშობლებთან ერთად და მოსთხოვა პოლიციელების მხრიდან მათზე ფიზიკური და სიტყვიერი ფაქტის უარყოფა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათთან საპროცესო შეთანხმებას არ გააფორმებდა", - განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

მისი თქმით, დაკავებულების ახსნა-განმარტებებს და სახალხო დამცველის მოთხოვნას გენერალური პროკურატურა დღეს კიდევ ერთხელ შეიტყობს.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები