ლეიბორისტული პარტია დედოფლისწყაროში პარტიის რაიონული ოფისის დარბევაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. ლეიბორისტთა ოფისი წუხელ დაარბიეს _ ჩამოხიეს დროშები, პლაკატები და ბანერები.
"ამ ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება. მთავარი სამიზნე გახდა ლეიბორისტული პარტია. დაიწყეს უკვე ოფისების დარბევა და ალბათ საარჩევნოდ უფრო გააქტიურდებიან,“ _ აცახადებენ ლეიბორისტულ პარტიაში.
პარტიია მომხდარის გასაჩივრებას არ აპირებს, რადგან მათი მოსაზრებით საქართველოში არსებული სასამართლო ხელისუფლების კუთვნილებაა და სიმართლე ვერ დადგინდება.
ლეიბორისტული პაარტიის დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სიმონ კობაიძეა.
წყარო: მედიანიუსი.