კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახმეტის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე ოპოზიციიის აქტივისტებს დაემუქრნენ

15 მაისი, 2008

როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის" გახდა ცნობილი, რესპუბლიკური პარტიიდან ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მერაბ ქათამაძის შტაბის წევრი თემურ კვირიკაშვილი, ამავე რაიონის პოლიციის უფროსმა ზურაბ ფილაშვილმა დაიბარა და შტაბის დატოვება მოსთხოვა. სანაცვლოდ, შვილის პოლიციის სასწავლებელში მოწყობას და დასაქმებას დაჰპირდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პრობლემების შექმნას.

ახმეტის რაიონის სოფელ მატანში მერაბ ქათამაძის საარჩევნო შტაბის აგიტატორებთან - დედა და და-ძმა მოსიაშვილებთან მივიდა ახმეტის პოლიციის უფროსის მოადგილე მალხაზ ხუბეჯაშვილი და უთხრა, რომ თუ ისინი მერაბ ქათამაძესთან ურთიერთობას არ შეწყვეტენ, გამკაცრდება მათი უახლოესი ნათესავის - ზურა მოსიაშვილის პირობითი სასჯელი და მას ისევ დააპატიმრებენ.

ოპოზიციის აქტივისტების ინფორმაციით, პოლიციის უფროსის მოადგილე მერაბ ხუბეჯაშვილი, მეტსახელად "მოურავი" მათ პირდაპირ იარაღით ემუქრება.

წყარო: „ადამიანის უფლებათა ცენტრი“

 

ახალი ამბები