კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი "თბილქალაქგანათების" ხელმძღვანელის დასჯას ითხოვს

15 მაისი, 2008

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა რეკომენდაციით მიმართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინოს "თბილქალაქგანათების" ხელმძღვანელს ლადო კვიჭიძეს, რომლის უშუალო მითითებით მოხდა მაჟორიტარი კანდიდატის, ეკა ბესელიას საარჩევნო პლაკატის ჩამოხევა.
 
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2008 წლის 5 აპრილს "თბილქალაქგანათების“ გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილების თანამშრომლებმა, როგორც თავად განაცხადეს, "თბილქალაქგანათების“ ხელმძღვანელის, ლადო კვიჭიძის უშუალო დავალებით,
გურამიშვილის გამზირზე, მეტროსადგურ "ღრმაღელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარე განათების ბოძებიდან ეკა ბესელიას საარჩევნო პლაკატები ჩამოხიეს.

საარჩევნო ბლოკის, "გაერთიანებული ოპოზიცია - ეროვნული საბჭო, მემარჯვენეების“ კანდიდატის, ეკა ბესელიას საარჩევნო შტაბმა სახალხო დამცველს მიაწოდა ვიდეომასალა, სადაც საარჩევნო პლაკატის ჩამოხევის ფაქტია დაფიქსირებული.

საარჩევნო კოდექსის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე. იგივე ნორმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უფლებას აძლევს, დააწესონ აკრძალვა ცალკეულ შენობებზე არქიტექტურისა და კულტურის ძეგლთა დაცვის მოსაზრებებიდან გამომდინარე.

"მშენებლობისა ნებართვისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის #140 დადგენილების მე-2 მუხლი მკაფიოდ განმარტავს თუ რა სახის ნაგებობას შეიძლება ეწოდოს შენობა. ამ განმარტების თანახმად, განათების ბოძები შენობას არ წარმოადგენს. იგი მიწაზე მდებარე ხაზოვანი სისტემაა, რომელიც გამოიყენება განათების მიზნებისათვის. შენობისაგან განსხვავებით, ნაგებობაზე საარჩევნო პლაკატის გაკვრა აკრძალული არ არის. განათების ბოძი არც კულტურის ძეგლს წარმოადგენს, რომ საარჩევნო პლაკატის გაკვრით ზიანი მიადგეს მის არქიტექტურულ ღირებულებას.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საარჩევნო კამპანიის დასრულებამდე ეკა ბესელიას კუთვნილი პლაკატის ჩამოხევა წარმოადგენს წინასაარჩევნო მასალის გავრცელებისათვის ხელის შეშლას, რაც ამომრჩევლებს კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის შესახებ ინფორმაციის მიღებისა და არჩევანის გაკეთების საშუალებას ართმევს.

ვინაიდან 1749-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, მისდამი დაქვემდებარებული საარჩევნო კომისიები, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ლევან თარხნიშვილს, შედგეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ლადო კვიჭიძისა და `თბილქალაქგანათების“ იმ თანამშრომლის მიმართ, რომელმაც უშუალოდ ჩამოხია ეკა ბესელიას საარჩევნო პლაკატი.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები