კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღის გამგებლის მისაღებში ‘‘სამართლიანი არჩევნების‘‘ კოორდინატორი შიმშილობს

16 მაისი, 2008

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მისაღებში, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" რაიონულმა კოორდინატორმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

როგორც ლიანა ხატიაშვილმა "ადამიანის  უფლებათა ცენტრს" განუცხადა, პროტესტის მიზეზი სიღნაღის გამგებლის გადაწყვეტილება გახდა. აღსანიშნავია, რომ ხატიაშვილი სიღნაღის ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდა, საიდანაც ცოტა ხნის წინ ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს. სიღნაღის გამგეობამ დღეს ყველა მათგანი თანამდებობაზე აღადგინა, გარდა ხატიაშვილისა. ქალბატონის თქმით, სიღნაღის გამგებელმა მას განუცხადა, რომ მისი ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა დამოკიდებულია იმაზე, 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მმართველი პარტიისთვის რამდენად მისაღებად იმუშავებს როგორც "სამართლიანი არჩევნების" კოორდინატორი.

ხატიაშვილი აღნიშნავს, რომ ის პოლიტიკური ნიშნით იდევნება და რეაგირებას ითხოვს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები