კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში საარჩევნოდ ყოფილ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ციხიდან უშვებენ

20 მაისი, 2008

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" გორის ოფისმა მოიპოვა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კომისიის წევრებად დაპატიმრებული და შემდგომ თავდებით გათავისუფლებული ადამიანები ჰყავთ შეყვანილი.

ესენია გორის რაიონის ყოფილი გამგებელი ვასილ მახარაშვილი, რომელიც შიდა ქართლის პროკურატურამ 2007 წლის 12 სექტემბერს კორუფციის ბრალდებით დააკავა და დღეს თავისუფალია.

ხაშურის ყოფილი გამგებელი რეზო ჯობაძე, რომელიც 2006 წელს შიდა ქართლის პროკურატურამ დააკავა და 7 წელი ჰქონოდა მისჯილი.

სოფელ სკრის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - კობა კაკაშვილი და ასევე მე-60 უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სოსო მურადაშვილი.

ყველა მათგანი ირაკლი ოქრუაშვილის გუნდის წევრები იყვნენ. მათზე სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღიძრა, როდესაც ოქრუაშვილმა ახალი პარტიის ჩამოყალიბება დაიწყო.

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები