კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში სკოლის დირექტორები "კავეენების" გამო დასაჯეს

20 მაისი, 2008

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გორის საჯარო სკოლების დირექტორები დაიბარეს და სკოლებში "კავეენების" ცენზურა მკაცრად მოსთხოვეს. როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრს" სკოლის პედაგოგებმა აცნობეს, ხელისუფლებას თურმე არ მოსწონებია  "კავეენზე" მოსწავლეების მხრიდან მაღალჩინოსნების გამასხარავება.

წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის ინიციატივით ქალაქის სკოლებში მხიარულთა და საზრიანთა კლუბის თამაშები ერთი კვირაა მიმდინარეობს.

როგორც გავარკვიეთ, ჟიურის წევრებს, რომლის შემადგენლოებაში შედიოდნენ მუნიციპალიტეტის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, რადიო "თრიალეთის" წარმომადგენლები, მოთამაშეებს ნომრები დაუწუნეს. ამის გამო მკაცრი საყვედური სკოლის დირექტორებმა მიიღეს.

მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ზურაბ ჩხეიძე "ადამიანის უფლებათა ცენტრთან" საუბარში აღნიშნავს, რომ სკოლის დირექტორებმა მხოლოდ შენიშვნა მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოდგენილ ნომრებში მოსწავლეები უხამს სიტყვებს ხმარობდნენ. გამგებლის მოადგილე გვარწმუნებს, რომ ხელისუფლების აღშფოთება "კავეენშჩიკების" მხრიდან მაღალჩინოსნების გაშარჟებას არ მოჰყოლია.

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები