კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის საკრებულოს თავმჯდომარე ჟურნალისტს შეურაცხყოფას აყენებს

20 მაისი, 2008

გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ხმალაძემ "ადამიანის უფლებათა ცენტრის" გორის ოფისის კოორდინატორს საბა წიწიკაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფა რწმუნებულის პრესსამსახურის კაბინეტში მიაყენა. საკრებულოს თავმჯდომარის ზვიად ხმალაძის გაღიზიანების მიზეზი ბოლო დროს ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებული სტატიები გახდა.

"გორის საკრებულო ტყემალზე ზის"... "საკრებულომ ახალი გალავანი შემოირტყა", "ფასადების აფერისტები", "ხმალაძე გუბერნატორობას უმიზნებს" და ა.შ. - ეს არის იმ სტატიების მოკლე ჩამონათვალი, რაც ჟურნალისტის მიერ ადგილობრივ გაზეთ "ქართლის ხმაში" დაიბეჭდა.

ზვიად ხმალაძემ ასეთი სტატიების ავტორს უნამუსო უწოდა. ჟურნალისტი პრევენციული ზომების მისაღებად დახმარებისთვის სახალხო დამცველს მიმართავს. სხვათა შორის, ზვიად ხმალაძის შვილის ნათლია რეგიონული მართვის მინისტრის დავით ტყეშელაშვილია.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“

ახალი ამბები