კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიციის ახალგაზრდული შტაბის ხელმძღვანელი ნიღბიანებმა სცემეს

20 მაისი, 2008

გაერთიანებული ოპოზიციის ქობულეთის ახალგაზრდული შტაბის ხელმძღვანელ ცოტნე ანანიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ანანიძის თქმით, მას ოთხი ნიღბიანი დაესხა თავს. რაიონულმა პოლიციამ კი აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის გამოძიება არ დაიწყო.

ფაქტი 16 მაისს, ღამის 1 საათამდე მოხდა. „ქობულეთის გზაზე, სოფელ ოჩხამურის მოსახვევთან თეთრი ფერის „07:-ის მარკის მანქანა გადამეღობა, ნომერი ვერ დავინახე, სანომრე ნიშნებს ვერ ვხედავდი, ისე იყო გაჩერებული. ოთხი ნიღბიანი გადმოხტა და მითხრეს, რომ ოპოზიციაში ყოფნისთვის თავი დამენებებინა. რამდენჯერმე დამარტყეს სახესა და შუბლზე რაღაც მეტალის საგანი. ეს ჭრილობა ამის შედეგია“, - აცხადებს ის.

ანანიძე ამ დროს საკუთარ სახლში, სოფელ ლეღვაში მიდიოდა: „სოფელ ხუცუბანში, წებოს მწარმოებელი ქარხანა იხსნებოდა. ნაციონალური მოძრაობის პირველი ათეული იყო ჩამოსული გასახსნელად. ჩვენ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ახალგაზრდებმა მსვლელობა მოვაწყეთ. ხალხიც შემოგვიერთდა და ფაქტობრივად, მათ „პიარი“ არ გამოუვიდათ. იქვე მობილიზებულ პოლიციასთანაც მოგვიხდა სერიოზული კამათი. ტრანსფარანტების გამოყენების უფლება არა გაქვთო და ჩამორთმევას გვიპირებდნენ. იმავე ღამით გამისწორდნენ“.
ახალგაზრდული შტაბის ხელმძღვანელმა, რაიონულ პოლიციის განყოფილებასაც მიმართა. თუმცა აღნიშნულ ფაქტზე საქმის გამოძიება ჯერ არ დაუწყიათ.

მაკა მალაყმაძე, ქობულეთი

ახალი ამბები