კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

2008 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტში ეთნიკური უმცირესობები თითქმის არ იქნებიან

20 მაისი, 2008

საერთო-სამოქალაქო მოძრაობამ “მრავალეროვანი საქართველო” სცადა ეთნიკურ უმცირესობათა პროპორციული სიებით გამსვლელობის შესაძლებლობის განსაზღვრა. საფუძვლად აღებულ იქნა პარტიების სიებში უმცირესობათა რაოდენობა და განთავსება, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის “გამჭვირვალე არჩევნებისთვის” მიერ 11-12 მაისს ჩატარებული სოციალოგიური კვლევის შედეგები, რომელთა თანახმად საქართველოს მოსახლეობის 33..99% გაერთიანებულ ოპოზიციას უჭერს მხარს, სახელისუფლო პარტიას – 31.56%. მესამე ადგილზეა გიორგი თარგამაძის “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” 11.83%-ით, შალვა ნათელაშვილის “ლეიბორისტული პარტია” კი გამოკითხულთა 9.29%-ის სიმპათიას იმსახურებს. “რესპუბლიკურ პარტიას” გამოკითხულთა მხოლოდ 7.85% უჭერს მხარს, რაც შეეხება დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს, ვერც ერთი მათგანი ვერ უახლოვდება გამსვლელ მაჩვენებელს. აღნიშნული გამოკითხვის შედეგების შეფასების საფუძველზე საარჩევნო სიებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა რიგითი ნომრის გათვალისწინების შესაბამისად ნათელი ხდება, რომ მომავალ პარლამენტში პარტიათა პროპორციული სიით ეთნიკური უმცირესობის მხოლოდ ორი წარმომადგენელი შეიძლება ვიხოლოთ (1 ეთნიკური აზერბაიჯნელი და 1 სომეხი), ისიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსათვის”  საარჩევნო სიიდან.

საგულისხმოა, თუ როგორ აღიქვავს არსებულ ტენდენციას ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული ის რეგიონები, რომელთა ხმებსაც ტრადიციულად გადამწყვეტი როლი ენიჭებოდათ ხოლმე არჩევნების საბოლოო შედეგების გამოსავლენად.   

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველოს”
პრესსამსახური

 

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილ სიებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ჩამონათვალი

1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული პოლიტიკა”  

 • ძიაპშიპა დიანა (10)
• სლივინი სერგეი (45)
• პეტრიდისი ავთანდილი (66)
• მალაციბა გურამი (100)

 

 2. საქართველოს რესპუბლიკური პარტია   • ხაბელოვი ლერი (9)
• ბაბაევი ალი (15)
• ბაქიროვი რამიზ (31)
• ლუკასიან სურენ (60)
• ალიევი ქამილ (68)

 3. საარჩევნო ბლოკი “მემარჯვენე ალიანსი, თოფაძე-მრეწველები (მ.გ.ს., ერთობა, ე.დ.პ.)”   • მეიფარიანი ლავან (30)
• სკომოროხოვა ვალენტინა (37)
• სულეიმანოვი ნარიმანი (109)
• გოგორელიანი დენი (111)
 4.“შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია”    • ლობოდა ლილია (153)
 5. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართვლოსათვის” 
  • ბაირამოვი რამინი (29)
• ბაიანდურიანი არმენიკი (31)
• შამილოვი ისვახან (50)
• ჰასანოვი ელშანი (64)
• მოვსესიანი ჰამლეტი (66)
• ლაფაჩი ციური (99)
• სულეიმანოვი აზერი (139)
• მარტოლეკი ვახტანგი (145)
• ჰოვჰანესიანი ჰარუთიუნ (158)
• მკოიანი ენზელ (159)
 6. პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოს სპორტსმენთა კავშირი”
  • რაგიმოვი მარად (45)
• რაგიმოვი რუსტამ (54)
• მამეჩევი რომან (58)
• კრივცუნ ანდრეი (123)
• მამედოვი რიზვანი (126)
• კაზარიანი ანა (129)

 7. საარჩევნო ბლოკი “გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)
  • ასკეროვი ჰუსეინ (85)
• მამედოვი ნაზიმი (119)
• საჰარიანი არარატ (121)
• შავერდოვი ტახირ (149)
• ბარსეგიანი კარინე (162)
• გარსოიანი კონსტანტინე (164
 8. “სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია”
  • გასანოვი ალი (6)
• აბდიევი ალიხანი (24)
• ფაშაევი აბაი (102)
• გეურქოვა ლანა (105)
 9. პოლიტიკური გაერთიანება “ქრისტიანულ-დემოკრატიული ალიანსი (ქდა)”
 • ალიევი ფაზილ (10)
• კოკოევი კონსტანტინე (13)
• არუთინიანი სარქის (16)
• ბაბაქიშიევი არზუ (45)
• პასმანი დიმიტრი (80)
• ვოლკოვიჩი დიმიტრი (96)
• სოფიანიდი აკოფ (100)
• სოფიანიდი ირინე (105)
• ანაკიანი ვიქტორია (108)
• სევასტიანოვა მილენა (120)
• სარქისოვა მარგარიტა (126)

 10. “გიორგი თარგამაძე - “ქრისტიან-დემოკრატები”
  სიაში არ არიან წარმოდგენილნი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები
 11. საარჩევნო ბლოკი “ტრადიციონალისტები-ჩვენი საქართველო და ქალთა პარტია”
  • ზურაბიანი ალბეგ (11)
• დასნი თეიმურაზი (19)
• მელტონიანი აიკ (21)
• ჰასანოვი არზუ (23)
• გალუსტოვი ბორისი (108)
• ოგანეზოვი არტური (112)
• მარქარიანი ჟანა (127)
• გასანოვი ვაგიფ (139)
• ანგლიკოვსკაია მარინა (146)

 12. საქართველოს პოლიტიკური პარტია “ჩვენი ქვეყანა”
  • აბაზოვი მახალა (52)
(ფრჩხილებში მოცემული რიცხვი მიუთითებს პიროვნების რიგით ნომერს საარჩევნო სიაში)

 

 

ახალი ამბები