კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილების მოწმობები - კიდევ ერთი გზა გაყალბებისკენ

21 მაისი, 2008

როგორც ცნობილია, ამომრჩევლებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, ევალებათ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად წარადგინონ პირადობის მოწმობა ან საქართველოს პასპორტი. აქამდე, იძულებით გადაადგილებული პირები დამატებით წარადგენდნენ დევნილის მოწმობასაც, რომელიც ადასტურებს მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართს. თუმცა, დღეს ცესკომ იძულებით გადაადგილებულ პირებს მოუხსნა ვალდებულება პირადობის მოწმობასთან ერთად დამატებით წარადგინოს დევნილის მოწმობაც.

ასევე, გავარკვიეთ, რომ ზოგიერთ უბანზე საარჩევნო სიაში იძულებით გადაადგილებული პირი მითითებულია ფაქტობრივი მისამართით, ზოგ უბანზე იურიდიული მისამართით, ზოგ უბანზე კი საარჩევნო სიაში მითითებული მისამართი საერთოდ არ  ემთხვევა არცერთ მისამართს. ყოველივე ზემოაღნიშნული კი გამყალბებლებს აძლევს გაყალბების საუკეთესო საშუალებას. გაყალბების არსი კი შემდეგში მდგომარეობს:
იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ამომრჩეველი ერთ უბანზე მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას, თავისუფლად მისცემს ხმას მეორედაც სწორედ  მეორე მისამართზეც.

უბანზე დევნილების შესვლას და კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების ფაქტს დამკვირვებლები იქედან გამომდინარე ვერ აფიქსირებენ, რომ ისინი მონაწილეობას იღებენ მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე, რაც მათ საშუალებას აძლევს იგივე მეთოდით მიიღონ მონაწილეობა სხვა უბნებზეც.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი – შორენა ღლონტი (რომელიც გახლავთ #72 სოფ. ჩხორიის ზედაეწრის საარჩევნო უბანზე, შპს “ზედაეწერი 2”-ს შენობაში დამკვირვებელი) აღნიშნავს, რომ აღნიშნული უბნის კომისიის თავმჯდომარეს ოლქიდან არ მიუღია გადაცემულ ბიულეტენთა მიღება-ჩაბარების აქტი. ანუ აქაც გვაქვს გაყალბების ერთ-ერთ მეთოდთან საქმე. მოცემული შემთხვევა გამყალბებელს აძლევს საშუალებას მისთვის სასურველი ბიულეტენების დამატებით მოახდინოს გაყალბება.


„ადამიანის უფლებათა ცენტრი“.

ახალი ამბები