კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დასავლური პრესა საქართველოში ჩატარებულ არჩევნების კრიტიკულად აფასებს

23 მაისი, 2008

დასავლური მასმედია საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ვრცელ პუბლიკაციებს უძღვნის, სადაც საარჩევნო პერიპეტიებია მიმოხილული.

“ნიუ იორკ თაიმსის” განმარტებით, არჩევნების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოზიციები გაიმყარა, რადგან პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიები მის ხელისუფლებას ვერანაირ პრობლემას ვერ შეუქმნიან.

“ნიუ იორკ თაიმსის” მტკიცებით, "ერის გმირმა" მიხეილ სააკაშვილმა ბოლო პერიოდში მოსახლეობის ნდობა გარკვეულწილად დაკარგა, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტს მოსახლეობამ ერთი შანსი მაინც მისცა.

გერმანული “ველტის” ინფორმაციით, გარეგნულად არჩევნების შედეგები ბრწყინვალედ გამოიყურება, მაგრამ რეალურად არჩევნები მრავალრიცხოვანი დარღვევებით ჩატარდა.
გამოცემის მიმომხილველების აზრით, პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდამ საქართველოში “მართული დემოკრატია” ჩამოაყალიბა და ეს 21 მაისის არჩევნებმაც დაადასტურა.

ავსტრიული “სტანდარტი” საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს “ერთი მსახიობის” თეატრს უწოდებს და აცხადებს, რომ რეალურად, მიხეილ სააკშვილის მანდატის ბედი წყდებოდა და ამიტომაც, საქართველოს პრეზიდენტი აქტიურად მონაწილეობდა საპრეზიდენტო კამპანიაში.

“სტანდარტის” აზრით, სახელისუფლებო ბალანსის აღსადგენად კარგი იქნებოდა, თუ პარლამენტში მანდატები `ნაციონალურ მოძრაობასა” და ოპოზიციას შორის უფრო თანაბრად გადანაწილდებოდა.

ფრანგული “ლიბერასიონის” აზრით კი, ქართველმა ამომრჩეველმა საარჩევნო სისტემის მიმართ ნდობა დაკარგა და ეს ნდობა მას ვერც ხელისუფლებამ და ვერც ოპოზიციამ აღუდგინა.

დიდი ბრიტანული “ეკონომისტის” მტკიცებით კი, არჩევნებმა კვლავ ვერ ჩამოაყალიბა მიხეილ სააკაშვილის ოპოზიცია, რადგან ოპოზიციამ კონცენტრაცია კრიტიკაზე მოახდინა და ამომრჩეველს ალტერნატიული საარჩევნო პროგრამა ვერ შესთავაზა.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები