კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამცხე-ჯავახეთში საარჩევნო გარიგებებზე ალაპარაკდნენ

23 მაისი, 2008

12 საათის მონაცემებით, მოსახლეობის აქტიურობაა ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში. ახალციხეში 28-ე უბანზე საკონტროლო ფურცლის გარეშე მოხდა ბიულეტენების ჩაყრა, თუმცა იქ მყოფ დამკვირვებლებს საჩივარიც არ დაუწერიათ.  ადიგენის #4 და ვარხნის #7 საარჩევნო უბნები ნახევარი საათის დაგვიანებით გაიხსნა. აბასთუმნის მეორე საარჩევნო უბანზე კი ადმინისტრაციული დარღვევა მოხდა. ოთახში ათეულობით ადამიანი იყო თავმოყრილი. კენჭისყრის ოთახი სამ ოთახშია განლაგებული. ერთ ოთახშია რეგისტრაცია, მეორეში დგას კაბინები და მესამეში საარჩევნო ყუთი. მოსახლეობა ამბობს,რომ სიბნელის გამო ვერ ხედავს რა წერია ბიულეტენში. ამიტომ მათ ბიულეტენი წინა ოთახში გამოაქვთ და საქვეყნოდ ავსებენ.
სერიოზული შეხლა-შემოხლა იყო აბასთუმნის #2 საარჩევნო უბანზეც. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ლევან ლობჟანიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ანტონ მერაბიშვილმა  მას გარიგება შესთავაზა.  ეს უკანასკნელი ამას უარყოფს, თუმცა ამ უბანზე ვითარება კვლავ დაძაბულია.

გულო კოხოძე, ახალციხე

ახალი ამბები