წუხელ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გაერთიანებული ოპოზიციის წევრი დაჩი ჭღარკავა სხეულის დაზიანებებით მოათავსეს.
ჯღარკავა საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ოთხმა ნიღბიანმა პირმა ხელკეტებით სცემა. დაჩი ჯღარკავას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
ჯღარკავა ხაშურის რაიონში 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დამკვირვებელი იყო. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები მის ცემას. დაჩი ჯჭარკავა კლინიკაში მოინახულეს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა გოგა ხაინდრავამ და ლევან გაჩეჩილაძემ.
ექიმების განცხადებით, დაზარალებულს სხეულის მრავლობით ადგილას დაჟეჟილობები აღენიშნება. იგი შემდგომი დაკვირვებისთვის ჯერჯერობით კლინიკაში დარჩება.
წყარო: მედიანიუსი.