კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დღეს "ახალი მემარჯვენეების" წევრი გიორგი თავდგირიძე სასტიკად სცემეს

2 ივნისი, 2008

"ახალი მემარჯვენეების" წევრი, სამხედრო აკადემიის ყოფილი რექტორი გიორგი თავდგირიძე დღეს თბილისში, სანაპიროზე, დიღმის ხიდის ქვეშ დაუდგენელმა პირებმა სცემეს.
დაზარალებულის თქმით, უცნობი ავტომანქანები მას, სავარაუდოდ, საცხოვრებელი სახლიდან გამოსლის შემდეგ აედევნენ. თავდგირიძე  "მემარჯვენეების" პარტიულ ოფისში მიდიოდა, როცა დიღმის ხიდის ქვეშ მის მანქანას ოთხმა მანქანამ გზა გადაუღობა. იქიდან გადმოვიდა სამი ნიღბიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც "მედიანიუსს" "მემარჯვენეების" წევრმა მამუკა კაციტაძემ განუცხადა, მის თანაპარტიელს სახისა და ტანის არეში დაჟეჟილობები აქვს მიყენებული. თავდამსხმელებმა რკინის კეტი ურტყეს ფეხებში, რის გამოც ფეხი აქვს მოტეხილი.

მამუკა კაციტაძე ამ ინციდენტს პოლიტიკურ შეფასებას აძლევს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ამგვარი ტერორით ცდილობს ოპოზიციური პარტიების დაშინებას. მისივე თქმით, ბოლო ხანებში, მათი თანაპარტიელების ცემის ფაქტები გახშირდა, მაგრამ შესაბამისი სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან არანაირი რეაგირება არ არის.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები