კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოხუმში ქართული სპეცსამსახურების ის წევრები დაასახელეს, რომლებმაც ხურჩის ინციდენტი დაგეგმეს

2 ივნისი, 2008

დეფაქტო მთავრობის უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ არლანმა სოხუმში დღეს ქართული სპეცსამსახურების ის წევრები დაასახელა, რომლებმაც თითქოს ხურჩაში მომხდარი ინციდენტი დეგეგმეს.

არლანის განცხადებით, შემთხვევის ადგილთან ახლოს აღმოჩენილია ქართული სპეციალური ქვედანაყოფების მიერ ოპერაციის დაწყებამდე წინასწარ მომზადებული სამალავი, სადაც ასევე ნაპოვნია მობილური ტელეფონი, რომელიც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელს, ზამო გაბედავას ეკუთვნის.

"მობილურ ტელეფონში დაფიქსირებული ზარები იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ ინციდენტამდე ერთი საათის განმავლობაში ზამო გაბედავა ინტენსიურ სატელეფონო საუბრებს აწარმოებდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უშუალო ხელმძღვანელებთან: რომან შამათავასთან, ზურაბ ლოგუასთან და გია ბარამიასთან", - აცხადებს ვლადიმერ არლანი.

აფხაზური მხარის ინფორმაციით, ავტობუსების აფეთქება ქართული სპეცსამსახურების მიერ იყო ინსცენირებული. ამავე წყაროს ცნობით, ოფიციალურმა თბილისმა მომხდარში დსთ-ს სამშვიდობო ძალები და აფხაზი მილიციელები დაადანაშაულა.
 
განცხადებაში აღნიშნული ერთ-ერთი პირი, ზურაბ ლოგუა აფხაზური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს და ხურჩის ინციდენტთან დაკავშირებით მისი რაიმე სახით მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.

ახალი ამბები