კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ღვთისმშობლის ეკლესია შესაძლოა მეჩეთად გადაკეთდეს

4 ივნისი, 2008

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მდებარე მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ ხეობის მკვიდრი ლადო ცხადაძე საუბრობს. მისი ინფორმაციით, შესაძლოა ეკლესია მალე მეჩეთად გადაკეთდეს. 

ამ შინაარსის სტატიას კახეთის რეგიონული გაზეთი “პროგრესი” ავრცელებს.

ცხადაძე “პროგრესთან” საუბარში ამბობს, რომ ეკლესია ამ დროისათვის უმოქმედოა.

“წირვა-ლოცვა მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში მიმდინარეობს, მაგრამ უკვე ერთ წელზე მეტია ეკლესიის კარი საერთოდ გამოკეტილია, ამიტომ ქისტი მოსახლეობა სურვილს გამოთქვამს ეკლესია მეჩეთად გადააკეთონ” - აცხადებს ლადო ცხადაძე.

მისი ინფორმაციით, გეგმის განხორციელებას ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი ლეილა ლეგაშვილიც ცდილობს.

“ის რომ ეკლესიას მეჩეთად გადაქცევის საფრთხე ემუქრება, ამის მაგალითია კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის ლეილა ლეგაშვილის სიტყვიერი გადაწყვეტილება, რომლის წყალობითაც ეკლესია ფუნქციას კარგავს” - ამბობს ლადო ცხადაძე.

ცხადაძის ბრალდებებს ლეილა ლეგაშვილი უარყოფს და აცხადებს, რომ ეკლესიის მეჩეთად გადაქცევა სრული აბსურდია.


წყარო: რადიო „ჰერეთი“

ახალი ამბები