კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიციის აქციას განათლების ეროვნული კავშირიც შეუერთდება

5 ივნისი, 2008

განათლების ეროვნული კავშირი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ 2004 წელს 26 იანვარს ხელმოწერილი ეროვნული თანხმობის დეკლარაციის დარღვევაში ადანაშაულებს.

განათლების ეროვნული კავშირის მდივნის დავით არაბიძის განცხადებით, ეროვნული თანხმობის დეკლარაციის ექვსივე პუნქტი მიხეილ სააკაშვილის მიერ იქნა დარღვეული და აქედან გამომდინარე, არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებს სამოქალაქო პოლიტიკური უფლებები წართმეული აქვთ და არ ეძლევათ იმის საშუალება, რომ წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპი განახორციელონ.

დავით არაბიძის თქმით, ქვეყანაში არანაირი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარებულა.
განათლების ეროვნული კავშირი 10 ივნისს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას და ოპოზიციას თავის მოთხოვნებსაც გააცნობს.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები