კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაზეთ „24 საათის“ კახეთის რეგიონული კორესპონდენტი ზვიად რუაძე „World Vision”– ის საქართველოს წარმომადგენლობას თაღლითობაში ადანაშაულებს

10 ივნისი, 2008

დადანაშაულების  მიზეზი, ორგანიზაციის მიერ რეგიონული მედიისთვის გამოცხადებული კონკურსი გახდა, რომელიც  ქუჩის ბავშვთა პრობლემებს შეეხებოდა. ამ კონკურსში გამარჯვებულად ზვიად რუაძე და მისი თანაავტორი, მაია არუთინოვი დასახელდნენ. კონკურსის თანახმად, მათ სემინარში მონაწილეების სერთიფიკატები უნდა გადასცემოდათ, რაც არ მომხდარა. კონკურის თანახმად, გამარჯვებულ ჟურნალისტებს საჩუქრად თანამედროვე ჟურნალისტური მოწყობილობა უნდა გადასცემოდათ, თუმცა „World Vision”- მა კონკურსში გამარჯვებულ ჟურნალისტებს მხოლოდ 70 ლარიანი დიქტოფონი და თითო კეპი გადასცეს. ზვიად რუაძე თავს მოტყუებულად გრძნობს და ამის გამო ის აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის სათაო ოფისისთვის საჩივრის მიწერას აპირებს:

„ეს ორგანიზაცია არც აპირებდა გამარჯვებულებთან დაკავშირებას. როცა მათ ვურეკავდი, რათა გამეგო, ვინ გაიმარჯვა კახეთიდან, ტელეფონს მითიშავდნენ. შემდეგ  სხვისი ნომრიდან დავრეკე, მიპასუხეს და  მითხრეს, რომ მე ვიყავი გამარჯვებული და კომპიუტერს, როცა მოვისურვებდი, მაშინ შემეძლო მისი წაღება.
ასევე გვითხრეს, რომ მალე თელავში მათი რეგიონული ორგანიზაცია გაიხსნებოდა და იქაც შევძლებდი ჩემი პრიზის აღებას“.

პრიზები კი, როგორც აღინიშნა, სულ სხვა ფასიანი აღმოჩნდა. ზვიად რუაძე შესაბამისი უწყებებისგან  „World Vision”-ის საქართველოს წარმომადგებლობის  ფინანსური საქმიანობის შესწავლას მოითხოვს.

ახალი ამბები