პარტია “ერთიანი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას ინფორმაციით, წუხელ უცნობმა პირებმა ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ბიძა ზურაბ გიგუაშვილი გაიტაცეს, გაძარცვეს, სცემეს და შემდეგ, ფონიჭალასთან დააგდეს.
გიგუაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განმარტებით, დაზარალებული თავს ნორმალურად გრძნობს.
ბესელიას მტკიცებით, თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ. ფონიჭალას ტყეში გიგუაშვილი ადგილობრივმა მცხოვრებმა იპოვა და “სასწრაფო” გამოიძახა.
წყარო: მედიანიუსი.