კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავში ოპოზიციის მხარდამჭერს დაპატიმრებით ემუქრებიან

11 ივნისი, 2008

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ წევრს გოგიტა დალაქიშვილს, რომელიც საპარლამენტო არჩევნების დროს ფიქრია ჩიხრაძის საარჩევნო შტაბის აქტიური წევრი იყო, დაპატიმრებით ემუქრებიან.

როგორც რადიო "ჰერეთს" გოგიტა დალაქიშვილმა განუცხადა, მან 2 ივნისს მიიღო გაფრთხილება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის რეგიონული სამმართველო მის დაპატიმრებას გეგმავს.

“მისივე უსაფრთხოების მიზნით იმ ადამიანის ვინაობას ვერ დაგისახელებთ ვინც 2 ივნისს ჩემთან მოვიდა და გამაფრთხილა, რომ უნდა გავჩერებულიყავი. გაჩერებაში
ის გულისხმობდა, რომ მე უნდა შევეშვა გაერთიანებულ ოპოზიციას წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი პირადი ჩხრეკისას ავტომანქანაში ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდება, რომელიც გამოყენებული იქნება ჩემს დასაპატიმრებლად” - აცხადებს გოგიტა დალაქიშვილი.

ცნობისათვის: გოგიტა დალაქიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრში მუშაობდა, თუმცა 2007 წლის 1 დეკემბერს ის ნარკოტიკული ნივთიერება “ჰეროინის” მოხმარების მიზეზით სამსახურიდან გაათავისუფლეს.

როგორც რადიო "ჰერთთან" საუბარში დალაქიშვილი ამბობს, “გასული წლის შემოდგომაზე აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენება შანტაჟის გზით ჩამოართვეს, სადაც აიძულეს ჩვენება დაეწერა თითქოს ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელი იყო, ამის შემდეგ კი სამსახურიდან ოფიციალურად გაათავისუფლეს”.

გოგიტა დალაქიშვილი დახმარების თხოვნით საქართველოს სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს მიმართავს.

წყარო: რადიო ჰერეთი

ახალი ამბები