კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაერთიანებული ოპოზიციის წევრთა უმრავლესობამ დეპუტატის მანდატზე უარი თქვა

13 ივნისი, 2008

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა _ ეკა ბესელიამ, ფიქრია ჩიხრაძემ, ზვიად ძიძიგურმა, დავით საგანელიძემ, გოგა ხაინდრავამ, გუბაზ სანიკიძემ, კობა დავითაშვილმა, დავით გამყრელიძემ, მამუკა კაციტაძემ, ლევან გაჩეჩილაძემ და მანანა ნაჭყებიამ პარლამენტარის მანდატზე დღეს საბოლოოდ თქვეს უარი.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა ახლად არჩეული პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს პარლამენტის წევრობის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით წერილი გაუგზავნეს.  მასში ნათქვამია, რომ 21 მაისის არჩევნები ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი არჩევნების ფუნდამენტურ პრინციპს. "საარჩევნო ადმინისტრაცია ერთპარტიული დიქტატით დაინიშნა, დაიხურა დამოუკიდებელი ტელევიზიები და არ იყო ბალანსი დაცული არცერთ კერძო მედიასაშუალებაში საარჩევნო სუბიექტებს შორის. გაძლიერდა პოლიციური ტერორი, ხელოვნურად გაიბერა ამომრჩეველთა სიები, დაიბეჭდა ყალბი პირადობის მოწმობები,სპონტანურადმიმდინარეობდა ადმინისტრაციული და სახელმწიფო ფინანსური რესურსების გამოყენება. იყო მოსყიდვის და ზეწოლის ფაქტები ოპოზიციის მომხრეებზე და ამომრჩევლებზე. აქედან გამომდინარე, გაერთიანებული ოპოზიცია არ ცნობს ლევან თარხნიშვილის მიერ გამოცხადებულ არჩევნების შედეგებს და არ აღიარებს გაყალბებული პროცედურების შედეგად შექმნილ პარლამენტს. შესაბამისად, მოვითხოვთ საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მეორე პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, შეწყდეს პარლამენტის უფლებამოსილება", _ ნათქვამია ოპოზიციის განცხადებაში.

პარლამენტის შენობის წინ გამართულ ბრიფინგზე გაერთიანებულმა ოპოზიციამ მოსახლეობას მოუწოდა ჩაებას წინააღმდეგობის მოძრაობაში თავისუფალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით.

პარლამენტის წინ მანდატზე წერილობითი უარი არ თქვა გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა ჯონდი ბაღათურიამ.

როგორც დავით გამყრელიძემ განაცხადა, ვინც უარს არ იტყვის დეპუტატის მანდატზე, ის გაირიცხება გაერთიანებული ოპოზიციის რიგებიდან.

წერილობითი უარი არ უთქვამს, ასევე ირაკლი იაშვილს, რომელიც გამყრელიძის თქმით, საქართველოში არ იმყოფება აქედან გამომდინარე იგი დაბრუნების მერე მოაწერს განცხადებას ხელს. "ამ ქვეყანაში აღმოჩნდნენ ძალიან ბევრი ადამიანები, რომელიც სამწუხაროდ, 20-30 ლარად გაიყიდა. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ ვიყიდებით და არც გავიყიდებით, მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას დადგნენ ჩვენთან ერთად და ერთად ვიბრძოლოთ ტირანიის წინააღმდეგ", _ განაცხადა კობა დავითაშვილმა.

წყარო: მედიანიუსი.

 

ახალი ამბები