კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულებს 16 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

16 ივნისი, 2008

არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის ბრალდებულებს, ნუკრი ნიკვაშვილს, ზურაბ ზედელაშვილს და ზვიად ქოქოაშვილს, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ბრალდებულების ახლობლების განცხადებით,  გამოძიება არასწორი მიმართულებით და მიკერძოებით ჩატარდა, რაშიც ისინი სიღნაღის რაიონის პროკურორს ნუგზარ ლაზარიაშვილს ადანაშაულებენ.

როგორც რადიო "ჰერეთს" ბრალდებულების მშობლებმა განუცხადეს, “მთავარი დამნაშავეები: ლია მინდიაშვილი და დავით აბულაშვილი, რომლებიც  დაზარალებულმა პირველ ჩვენებაში დაადანაშაულა, გამოძიება შეგნებულად აღარ დაინტერესდა”.

ნუკრი ნიკვაშვილის მეუღლე ეკა კუტიბაშვილი კი აცხადებს, რომ დაზარალებულის ოჯახს ფინანსური ინტერესი ამოძრავებდა და ჩვენებაც ამიტომ შეცვალა.

საქმე ეხება სიღნაღში 2007 წლის აგვისტოში მომხდარი გაუპატიურების ფაქტს, რომლის დროსაც არასრულწლოვანი გოგონა დაზარალდა.

რატომ შეცვალა დაზარალებულმა ჩვენება, ამის გარკვევას რადიო "ჰერეთი" საქმის მსვლელობისას რამდენჯერმე შეეცადა, თუმცა უშედეგოდ.

ბრალდებულთა ოჯახები განაჩენს ჯერ საოლქოში, შემდეგ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ და თუ სამართალი საქართველოს სასამართლომ ვერ იპოვა, ევრო სასამართლოსაც მიმართავენ.

წყარო: რადიო ჰერეთი

ახალი ამბები