კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გადაცემები სექტემბრიდან გავა ეთერში

20 ივნისი, 2008

ამის შესახებ გაზეთ „ყველა სიახლესთან“ საუბარში განაცხადა  „იმედის“ გასართობი მიმართულებების პროდიუსერმა ნინო ზაუტაშვილმა. მისივე თქმით,  ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია.
უფრო ადრე,  „ტელეიმედის“ გენერალურმა დირექტორმა ბიძინა ბარათაშვილმა განაცხადა, რომ ტექნიკური პრობლემების მოგვარების შემთხვევაში, „იმედი“ საინფორმაციო გამოშვებებს ივნისის ბოლოდან განაახლებს.
ნინო ზაუტაშვილმა დღევანდელ საგაზეთო ინტერვიუში თქვა, რომ  ერთ კვირაში ტელეკომპანიის სტრატეგია, ბიუჯეტი და პრიორიტეტები საბოლოოდ გამოიკვეთება, ანუ ცნობილი გახდება, როგორი ბადით გავა ტელეკომპანია ეთერში. ამასთან, ზაუტაშვილის თქმით, ახალ საეთერო ბადესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებს არხის მფლობელი მიიღებს.
„ტელეიმედის“ მაუწყებლობა  5 მაისიდან ნაწილობრივ განახლდა. არხი, ჯერჯერობით,   მხოლოდ გასართობ პროგრამებს გადასცემს.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები