დღეს, 20 ივნისს კასპის რაიონის სოფელ აღაიანში მდებარე ასფალტის ქარხნის მუშებმა აქცია მოაწყვეს. მუშებს 5 თვის განმავლობაში ხელფასი არ აუღიათ.
ქარხანა კომპანია ,,Black Sea Group"-ს ეკუთვნის. მუშებმა აქცია ქარხნის წინ მას შემდეგ გამართეს, რაც ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ალიკა წულუკიძემ მათ ხელფასის მოთხოვნის სანაცვლოდ განუცხადა, თუ მუშაობა არ გინდათ, სამსახური დატოვეთო. აქციას 200-მდე ადამიანი ესწრებოდა.
ადგილზე ჟურნალისტების მისვლამ ალიკა წულუკიძის გაღიზიანება გამოიწვია. მან მასმედიის წარმომადგენელთა მოწვევისთვის მუშები გალანძღა. თუმცა შემდეგ პირობა დადო, რომ დავალიანებას ხვალვე გაისტუმრებს.
საბა წიწიკაშვილი, გორი