კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კომპანია ,,გრანდ-თრეიდი" თავდაცვის სამინისტროს უჩივის

24 ივნისი, 2008

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო კომპანია ,,გრანდ-თრეიდის" წარმომადგენლობა გორის რაიონულ სასამართლოში უჩივის. კომპანია სამინისტროსგან დაახლოებით 28 000 ლარის თანხას ითხოვს.

გორის სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ირინა ბულისკერიას განცხადებით,  შპს ,,გრანდ-თრეიდსა" და თავდაცვის სამინისტროს შორის დავის საგანი შესყიდვების შესახებ დადებული ხელშეკრულება გახდა.

შპს ,,გრანდ-თრეიდს" თავდაცვის სამინისტროსთვის  35 822 ლარის  ღირებულების სამეურნეო საქონელი უნდა მიეწოდებინა. ხელშეკრულების თანახმად, 27 709 ლარის  საქონელი კომპანიამ უკვე მიაწოდა და ახლა სწორედ ამ საქონელის ღირებულების მიღებას ითხოვს.

უფრო დეტალურ ინფორმაციას დავის შესახებ გორის სასამართლო ასაიდუმლოებს.

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები