კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქრისტიან-დემოკრატები ხელისუფლებას გარემოვაჭრეების დაწიოკებაში ადანაშაულებენ

24 ივნისი, 2008

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრი პარლამენტარი გიორგი ახვლედიანი ხელისუფლებისაგან გარემოვაჭრეების "დაწიოკების", "ტერორის" და მათი ისედაც მწირი ქონების "განიავების" შეწყვეტას ითხოვს.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, გარე მოვაჭრეებთან ხელისუფლების მხრიდან დაწყებული მანკიერი ურთიერთობები გრძელდება. ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები ფიზიკურად უსწორდებიან მათ და ართმევენ ისედაც მწირ ქონებას, თუმცა ამისათვის არავინ ისჯება.

მისივე თქმით, გარემოვაჭრეებს წინასაარჩევნოდ დაპირდნენ, რომ მათ 2008 წლის 31 დეკემბრამდე არავინ შეეხებოდა. თუმცა, ეს პირობა უხეშად ირღვევა. არსებობის თბილისის საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გარევაჭრობა არ იკრძალება.

გიორგი ახვლედიანის განცხადებითვე, გარემოვაჭრეებს აიძულებენ კერძო ბაზრებში გადავიდნენ, რომლებიც ამა თუ იმ კორუმპირებული მაღალჩინოსნის გვარს უკავშირდება და იმედნად მაღალი მოსაკრებელი არის დაწესებული, რომელსაც გარემოვაჭრეები ვერ გადაიხდიან. "ხელისუფლება გარემოვაჭრეებს თავიდან იშორებს", _ აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა.

გიორგი ახვლედიანის განცხადებას უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ. როგორც ელდარ კვერნაძემ განაცხადა, ოპოზიცია ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მხოლოდ ისინი ზრუნავენ გარემოვაჭრეებზე. პავლე კუბლაშვილის განმარტებით კი, საკრებულოს კონკრეტული სამართლებრივი აქტით ზუსტად არის განსაზღვრული თუ რა შემთხვევაში და რა პირობებში არის ნებადართული გარევაჭრობა. მისივე თქმით, კანონით ნებადართულ ადგილებში ვაჭრობის საშუალება ყველას ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანონით აკრძალულ ადგილებში უკანონო შეჭრის ფაქტები აღკვეთილი იქნება და წესრიგი დამყარდება.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები