კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ციხეში სამი პატიმარი გარდაიცვალა

24 ივნისი, 2008

მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი დავით ხ. გარდაიცვალა.. ექიმების პირველადი დასკვნით პატიმრის გარდაცვალების მიზეზი ინფექციურ-ტოქსიური შოკით გამოწვეული გულ–სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა.

დავით ხ. 2005 წლის 13 სექტემბერს ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით იყო დაკავებული მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში კი (ქსანი) პატიმარი მიხეილ ი. გარდაიცვალა. ექიმების პირველადი დასკვნით პატიმრის გარდაცვალების მიზეზი ქრონიკული ჰიპერტონული დაავადება, გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა.

მიხეილ ი. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით იყო დაკავებული. მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში პატიმარი გიორგი ხ. გარდაიცვალა. ექიმების პირველადი დასკვნით პატიმრის გარდაცვალების მიზეზი გულის რითმის მწვავე მოშლა გახდა. 21 ივნისს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად პატიმარი გარდაიცვალა. გიორგი ხ. ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღების )ბრალდებით იყო დაკავებული. მას 14 წლით, 9 თვით და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

წყარო: მედიანიუსი

 

ახალი ამბები