კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ კახეთში სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგს იწყებს

26 ივნისი, 2008
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" 2008 წლის 1 ივლისიდან კახეთის რეგიონში სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგს იწყებს.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, სიღარიბის დაძლევის პროგრამა არ ხორციელდება გამჭვირვალედ, პროგრამის ფარგლებში დახმარებას ვერ იღებენ უკიდურესად მძიმე პირობებში მცხოვრები სოციალურად გაჭირვებული ადამიანები, ვინც დახმარებას რეალურად საჭიროებს. გარდა ამისა, უსაფუძვლოდ ან დაუსაბუთებელი მიზეზებით დახმარება უწყდებათ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი პირობებიც არ შეცვლილა. სოციალური სუბსიდიების საგენტოს რაიონულ განყოფილებებში სოციალურად გაჭირვებულ მოქალაქეებს არ აქცევენ სათანადო ყურადღებას, განცხადებებს განიხილავენ გვიან ან საერთოდ არ ახდენენ რეაგირებას.

მონიტორინგის ფარგლებში "ადამიანის უფლებათა ცენტრი" განმცხადებლებს გაუწევს უფასო იურიდიულ კონსულტაციას, საადვოკატო და საინფორმაციო მომსახურებას, დახმარების დანიშვნის მიზნით.

1 ივლისიდან იმუშავებს ცხელი ხაზი: 8(253)2-50-70

გელა მთივლიშვილი, კახეთი


ახალი ამბები