კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლადო ვარძელაშვილის ადმინისტრაცია დეზინფორმაციას ავრცელებს

27 ივნისი, 2008

შიდა ქართლის გუბერნატორის ლადო ვარძელაშვილის ბუღალტერმა ეკა სოიტაშვილმა ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" შიდა ქართლის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სხვადასხვა სააგენტოების მეშვეობით უარყო.

24 ივნისს ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა" გაავრცელა ინფორმაცია, სამხარეო ადმინისტრაციის კრედიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით.  კონტროლის პალატის რევიზიის 2008 წლის 25 მარტის აქტში წერია, რომ 2008 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით გუბერნატორის ადმინისტრაციას 62 600 ლარის კრედიტორული დავალიანება აქვს, მათ შორის 16 000 ლარი - მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება; 5 000 ლარი - სოცანარიცხები, ხოლო დანარჩენი 45 500 ლარი წარმოადგენს სხვა საქონელსა და მომსახურებას (კომუნალურ ხარჯს).

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონაცემებით, ლადო ვარძელაშვილმა ფინანსთა სამინისტროს წინაშე  წერილობით დააყენა მოთხოვნა, რომ მას ეს ვალები ჩამოაწერონ.

ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტაციაში აცხადებენ, რომ რადგანაც წინა წლების დავალიანებების მიმდინარე წლის ბიუჯეტით დაფარვა შეუძლებელია, თანხა ფინანსთა სამინისტროს მიერ ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს. 

,,აქედან გამომდინარე, ბრალდება, თითქოს გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი არსებული კრედიტორული დავალიანების გადახდას არ აპირებს, საფუძველს მოკლებულია", – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსთა სამინისტროს  სახელზე გაგზავნილ წერილში ვარძელაშვილი ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას კი არა, ვალების სრულიად ჩამოწერას ითხოვდა.


საბა წიწიკაშვილი, გორი

 

ახალი ამბები