კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კასრისწყლის მოსახლეობა ყურადღებას ითხოვს

27 ივნისი, 2008

სოფელი კასრისწყალი უცნაური ტერიტორიული კუთვნილების გამო სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში შედის, მაშინ როცა ახმეტისგან 300 კილომეტრითაა დაშორებული. სიშორის გამო მოსახლეობა საკუთარ მმართველობასთან დაკავშირებას ვერ ახერხებს. კასრისწყალელები ცენტრალურ მთავრობას შექმნილი პრობლემის მოგვარებას სთხოვენ.

კასრისწყალი საქართველო - აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედების სიახლოვეს, თუმცა ოფიციალურად ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის. წვიამიან ამინდებსა და ზამთარში, უკიდურესად დაზიანებული გზების გამო რაიონთან დაკავშირება შეუძლებელია.

როგორც ადგილობრივებმა „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ აცნობეს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურები, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურიც კასრიწყალში მცხოვრებთა დახმარებაზე უარს ამბობს. მიზეზი ის არის, რომ სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში შედის და შესაბამისად, მომსახურებაც ახმეტის რაიონის სამსახურებისგან უნდა მიიღოს.

დანგრეული გზების გამო კასრისწყალელები არათუ  ახმეტაში, დედოფლისწყაროში ჩასვლასაც  ვერ ახერხებენ.  ფაქტობრივად სოფელი უპატრონოდაა მიტოვებული. კასრისწყლის მცხოვრებთა დიდი ნაწილი სიღარიბის დაძლევის პროგრამაშიც ვერ მონაწილეობს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი


ახალი ამბები