კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაზეთი ,,პროგრესი“ ლევან ბეჟაშვილის წინააღმდეგ

2 ივლისი, 2008

კახეთის რეგიონული გაზეთი "პროგრესი" რეგიონის ხელმძღვანელობას ბიზნესმენების დაშინებაში ადანაშაულებს. "პროგრესის" პასუხისმგებელი რედაქტორის ზვიად რუაძის ინფორმაციით, კახეთის გუბერნატორი ლევან ბეჟაშვილი და მისი მოადგილე გიორგი ბოტკოველი იმ ბიზნესმენებს აშანტაჟებენ და აშინებენ, რომლებიც გაზეთში რეკლამებს ათავსებდნენ.

"უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ბიზნემენები გვეუბნებიან, რომ თუ ჩვენს გაზეთში განათავსებენ რეკლამებს, მათ კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია მუქარას უთვლის. თუ რა სახით გამოიხატება ხელისუფლების მხრიდან ასეთი ზეწოლები ყველასთვის ნაცნობი მეთოდია", - აცხადებს ზვიად რუაძე.
 
,,პროგრესის" ინფორმაციით, ლევან ბეჟაშვილი გაზეთზე მას შემდეგ  გაღიზიანდა, რაც "პროგრესმა" პირველმა გაახმაურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუბერნიიდან არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის საჯარო ინფორმაცია იბლოკებოდა "სტატიაში საუბარი იყო "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თელავის ოფისის ინფორმაციაზე, რომელსაც კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ბეჟაშვილის ბრძანებით ბლოკავდა", - აცხადებს გაზეთ "პროგრესის" პასუხისმგებელი რედაქტორი.

ზვიად რუაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სთხოვს, მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, რათა მედიასა და ბიზნესზე ხელისუფლების მხრიდან ტერორი შეწყდეს.

თეა თოფურია, თბილისი


ახალი ამბები